ბანდარ-ლამპუნგი
| დასახლებული პუნქტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ბანდარ-ლამპუნგი ინდონ. Bandar Lampung | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| შიდა დაყოფა | Kedaton[1] [2] , Sukarame[1] [2] , Tanjung Karang Pusat[3] [2] , Teluk Betung Selatan[4] [2] , Rajabasa[5] [2] , Sukabumi[5] [2] , Labuhan Ratu[6] , Langkapura[6] , Kedamaian[6] , Bumi Waras[7] , Panjang[3] [2] , Teluk Betung Barat[4] [2] , Teluk Betung Utara[4] [2] , Tanjung Seneng[5] [2] , Kemiling[5] [2] , Way Halim[6] , Tanjung Karang Barat[1] [2] , Enggal[6] , Tanjung Karang Timur[3] [2] და Teluk Betung Timur[7] | ||||
| კოორდინატები | 5°25′46″ ს. გ. 105°15′45″ ა. გ. / 5.42944° ს. გ. 105.26250° ა. გ. | ||||
| მმართველი | Eva Dwiana | ||||
| დაარსდა | 17 ივნისი, 1682 | ||||
| ფართობი | 169.21 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 15±1 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 1 166 761 (2015)[8] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
| სატელეფონო კოდი | 721 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 35154 | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.bandarlampungkota.go.id/ | ||||
ბანდარ-ლამპუნგი (წარსულში ნიდ: Oosthaven, ითარგმნება როგორც აღმოსავლეთი ნავსადგური) − ინდონეზიის პროვინციის, ლამპუნგის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს სუმატრის სამხრეთ ნაწილში. ბანდარ-ლამპუნგს თავდაპირველად Tanjungkarang–Telukbetung ეწოდებოდა, რადგანაც ლამპუნგის ორი მთავარი დასახლების გაერთიანება იყო. დღევანდელი სახელი 1983 წელს ეწოდა.[9]
ქალაქის ტერიტორია და სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტო (რომელიც ქალაქს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება) მთავარი ტრანსმიგრაციის პროგრამის ნაწილია. შედეგად ბანდარ-ლამპუნგი სუმატრის რეგიონში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მედანის, პალემბანგისა და ბატამის შემდეგ. ქალაქის ფართობი 197.22 კმ²-ია. 2005 წელს ქალაქის მოსახლეობა 790 057 ადამიანს შეადგენდა, 2010 წელს ― 881 801 ადამიანს,[10] 2015 წელს ― 977 686 ადამიანს, ხოლო 2020 წელს ― 1 166 066 ადამიანს.[11] 2022 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 209 937 ადამიანს შეადგენს.[12]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბანდარ-ლამპუნგი ლამპუნგის პროვინციის დედაქალაქია. დღევანდელ სახელწოდებამდე მას ქალაქი ტანჯუნგ-კარანგი-ტელუკ-ბეტუნგი ერქვა. სანამ ბანდარ-ლამპუნგი გახდებოდა, იგი ორი ქალაქის, ტანჯუნგ-კარანგისა და ტელუკ-ბეტუნგის გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლებიც ადრე სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტოში შედიოდა. 1982 წელს ქალაქი გაფართოვდა და სამი ახალი რაიონი მოიცვა.[13][14]
ახალი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანტენის რეგენტის, უილიამ კრაფტის, გენერალ-გუბერნატორ კორნელიუს შპილმანისათვის მიწერილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1682 წლის 17 ივნისის აღწერაში „ლამპუნგ-ტელოკბეტონგი ზღვის ნაპირას მდებარეობს და Dipati Temenggung Nata Negara-ის ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენს. ძალაუფლება კი 3 000-ზე მეტ ადამიანზე ვრცელდება“. ეს თარიღი მოგვიანებით ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად გამოცხადდა.[15]
იაპონელთა ოკუპაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონელთა ოკუპაციის პერიოდში დღევანდელი ბანდარ-ლამპუნგი იმართებოდა როგორც ქალაქი (市, shi), რომელსაც იაპონელი მერი (市長, shicho) მართავდა. მერს ინდონეზიელი მოადგილე ჰყავდა (副市長, fuku-shicho).[15]
დამოუკიდებლობის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანჯუნგ-კარანგი და ტელუკბეტუნგი თავდაპირველად სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტოს იურისდიქციის ქვეშ იყო. 1948 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ორი ქალაქი გაერთიანდა და დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[15]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბანდარ-ლამპუნგი ლამპუნგის პროვინციის დედაქალაქია. იგი კუნძულ სუმატრის სამხრეთ სანაპიროზე, ლამპუნგის ყურის ნაპირას მდებარეობს. ქაალქი 1980-იან წლებში ყოფილი პროვინციული დედაქალაქის, ტანჯუნგკარანგისა და ტელუკბეტუნგის პორტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. ქალაქის მრეწველობის დარგებს შორის აღსანიშნავია: ლითონის დამუშავება, დაზგაზე ქსოვა, მეთუნეობა და ფილების შექმნა. საჰაერო, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირებით, გარემომცველი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიისთვის, სადაც კაუჩუკს, ჩაის, ყავასა და სანელებლებს ექსპორტისთვის აწარმოებენ, ბანდარ-ლამპუნგი მთავარი პორტისა და სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.[16]
ადმინისტრაციული რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლისთვის ბანდარ-ლამპნუგი 13 ადმინისტრაციულ რაიონად (ინდონ. kecamatan) იყოფოდა, თუმცა მოგვიანებით, არსებული რაიონების გაყოფის შედეგად კიდევ 7 რაიონი შეიქმნა და 20-ს გაუტოლდა. ახლადშექმნილი რაიონებია: ბუმი-ვარასი, ენგალი, კედამაიანი, ლაბუჰან-რატუ, ლანგკაპურა, ტელუკ-ბეტუნგ-ტიმორი (აღმოსავლეთი ტელუკ-ბეტუნგი) და ვაი-ჰალიმი.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბანგარ-ლამპუნგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს და მთელი წლის მანძილზე უხვი ნალექიანობით ხასიათდება. ყველაზე ნალექიანი პერიოდი ნოემბრიდან აპრილამდეა.
| ჰავის მონაცემები — Bandar Lampung | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
| საშუალო მაღალი °C | 30.3 | 31.0 | 31.6 | 32.0 | 31.9 | 31.7 | 31.3 | 31.4 | 31.4 | 32.0 | 32.0 | 31.1 | 31.5 |
| საშუალო დღიური °C | 26.4 | 26.7 | 27.2 | 27.3 | 27.2 | 26.8 | 26.6 | 26.6 | 26.7 | 27.2 | 27.3 | 26.9 | 26.9 |
| საშუალო დაბალი °C | 22.6 | 22.5 | 22.8 | 22.7 | 22.5 | 22.0 | 21.9 | 21.8 | 22.1 | 22.4 | 22.7 | 22.7 | 22.4 |
| საშუალო ნალექი (მმ) | 280 | 281 | 255 | 175 | 135 | 119 | 100 | 121 | 118 | 139 | 149 | 250 | 2 122 |
| წყარო: [17] | |||||||||||||
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2009 წელს ბანდარ-ლამპუნგში წერა-კითხვის ცოდნის დონე 94.3%-ს შეადგენდა, რაც მცირედით აღემატებოდა 2005 წლის მაჩვენებელს (93.5%). მიუხედავად ამისა, საშუალო სკოლაში სწავლის მაჩვენებელი 2007 წელთან შედარებით 69.2%-დან 61.4%-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, ინდონეზიაში საშუალო სკოლაში სწავლის მაჩვენებელი 2007 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში 54.6%-დან 55.8%-მდე გაიზარდა.
ბანდარ-ლამპუნგში რამდენიმე ცნობილი სკოლა და უნივერსიტეტი მდებარეობს. მათ შორისაა: ლამპუნგის უნივერსიტეტი (სახელმწიფო, ასევე ცნობილი როგორც უნილა), ბანდარ-ლამპუნგის უნივერსიტეტი (კერძო) და სხვ. 2011 წლისთვის ლამპუნგის უნივერსიტეტს 70 866 კურსდამთავრებული ჰყავდა.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანდარ-ლამპუნგის დაძმობილებული ქალაქებია:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Bandar Lampung, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1272.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 2. Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan Per Provinsi, Kabupaten/Kota dan Kecamatan Seluruh Indonesia // Peraturan Menteri Dalam Negeri Nomor 6 Tahun 2008 tentang Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan — გვ. 49.
- 1 2 3 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1273.
- 1 2 3 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1274.
- 1 2 3 4 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1275.
- 1 2 3 4 5 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1276.
- 1 2 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1277.
- ↑ The Master Book of Indonesian Territory Data 2015
- ↑ Peraturan Pemerintah Nomor 24 Tahun 1983. President of Republic Indonesia (1983). ციტირების თარიღი: 5 July 2011
- ↑ Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2023.
- ↑ Kota Bandar Lampung | BPK Perwakilan Provinsi LAMPUNG.
- ↑ Sejarah Kota Bandar Lampung, Dimulai dari Telukbetung dan Tanjungkarang (15 August 2021).
- 1 2 3 PORTAL Berita Resmi Pemerintahan Kota Bandar Lampung. ციტირების თარიღი: 3 June 2020
- ↑ Bandar Lampung | Indonesia | Britannica.
- ↑ Lampung Town climate: Average Temperature, weather by month, Lampung Town weather averages - Climate-Data.org.