ბანანიჭამიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბანანიჭამიასებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ტურაკოსნაირნი
(Musophagiformes)
ოჯახი: ტურაკოსებრნი
ლათინური სახელი
Musophagidae (Lesson, 1828)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 177818
NCBI 56302
EOL 7576
FW 39309

ბანანიჭამიასებრნი, ტურაკოსებრნი (ლათ. Musophagidae) — ფრინველების ოჯახი ტურაკოსნაირთა რიგისა.[1] სხეულის სიგრძე - 35-70 სმ. დაფარულია მეწამული, იისფერი, მწვანე, ლურჯი ფერის ლამაზი ბუმბულით. მეწამულ ფერს პიგმენტი ტურაცინი აძლევს. ოჯახში 18 სახეობაა. ბინადრობენ აფრიკის ტყეებსა და სავანებში. იკვებებიან მცენარეების ნაყოფით, თესლითა და კენკრით. მიუხედავად სახელწოდებისა, ბანანს თითქმის არ ჭამენ. დებენ ორ მოთეთრო კვერცხს. ბარტყებზე დედალ-მამალი ზრუნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]