ბამიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბამიანი
Bamiyan Buddhas Burnes.jpg
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
პროვინცია ბამიანი
კოორდინატები 34°49′00″ ჩ. გ. 67°49′00″ ა. გ. / 34.81667° ჩ. გ. 67.81667° ა. გ. / 34.81667; 67.81667
დაარსდა ძვ. წ. 2800
ფართობი 35 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3000
მოსახლეობა 125 000 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+4:30
ბამიანი — ავღანეთი
ბამიანი

ბამიანი[1] (დარი. بامیان Bāmiyān) — ქალაქი ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ბამიანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 125 ათ. მცხოვრები (2005). მდებარეობს ბაბის ქედის ძირში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა, მდინარე ბამიანზე (ყურდუზის აუზი), ქაბულიდან 130 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით. ცნობილია ახ. წ. I საუკუნიდან, ძველჩინურ წერილობით მოწმობებში გვხვდება V საუკუნიდან. VII საუკუნეში არაბთა მიერ დაპყრობამდე ბუდიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ბამიანის სიახლოვეს შემორჩენილია I–VIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ბუდისტური სამონასტრო კომპლექსი. 2000-ზე მეტი გროტი (ტაძრები, კელიები, შეკრების დარბაზები და სხვა გამოქვაბულები) ერთმანეთთან დაკავშირებულია კიბეებითა და გადასასვლელებით; მორთულია ბუდას ქანდაკებებით, მოხატულობებითა და ქვაში ამოჭრილი ორნამენტებით. განსაკუთრებით ცნობილია ბუდას ორი გიგანტური ქანდაკება (35 და 53 მეტრი, II–III სს. და V ს.), რომლებიც ქვის ნიშებშია გამოკვეთილი (2001 წლის მარტში თითქმის მთლიანად გაანადგურეს თალიბებმა). ბამიანის სიძველეები წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს. ქალაქში არის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hackin J. Nouvelles recherches archéologiques а̀ Ba̅miya̅n. P., 1933;
  • Ba̅miya̅n: art and archaeological researches on the Buddhist cave temples in Afghanistan, 1970–1978 / Ed. by T. Higuchi: In 4 vol. Kyoto, 1983;
  • БАМИАН // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 737.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელერდაშვილი ა., ბამიანი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.