ბამბების ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბამბების ნამოსახლარი — მრავალფენიანი ნასოფლარი უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის დასავლეთით. შესწავლა მიმდინარეობს 1958 წლიდან (დ. ხახუტაიშვილი). დასახლება არსებობდა ძვ. წ. VI ს. - ახ. წ. III საუკუნეში, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა გათხრისას აღმოჩნდა კერამიკისა და მინის ნაწარმი, სამკაული, ვაზის სასხლავი დანები, კევრის კოხები და სხვა. გვხვდება კოლხეთიდან შემოტანილი ნაწარმიც. საყურადღებოა ძვ. წ. III-II საუკეების კარ-მიდამო: სახლი, მარანი და ეზო. ამ პერიოდის საცხოვრებელი სახლების ქვეშ აღმოჩნდა ძვ. წ. V-IV საუკუნეების სამარხები. მათ შორის აღსანიშნავია ხელოსანგრავიორის სამარხი (ძვ. წ. IV ს.).

ბამბების ნამოსახლარი წარმოადგენდა ანტიკური დროის უფლისციხის გარეუბანს, რომლის მცხოვრებლები მისდევდნენ სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხახუტაიშვილი დ., უფლისციხე, წგნ. 1-2, თბ., 1964-1970;