ბალტრუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულები
კუნძულის აერო ფოტო

ბალტრუმი (გერმ. Baltrum) — ბარიერული კუნძული გერმანიის სანაპიროსთან, აღმოსავლეთ ფრიზის რეგიონში. წარმოადგენს მუნიციპალიტეტს ქვემო საქსონიის აურიხის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს აღმოსავლეთ ფრიზის შვიდ დასახლებულ კუნძულთა ჯაჭვში, რომელთა შორის ბალტრუმი ყველაზე პატარაა როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის მხრივ.

კუნძულის ფართობი 6,6 კმ²-ია, მოსახლეობა კი 493 ადამიანი (2010).

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტრუმი 1876 წელს საზღვაო კურურტი გახდა, თუმცა ტურიზმი ნელა იზრდებოდა. XIX საუკუნის მიწურულს, 1892 და 1895 წელს გაიხსნა ორი სასტუმრო. მეორე მსოფლიო ომამდე, კუნძულს ყოველწლიურად 5 000 — 6 000 ადამიანი სტუმრობდა, 1960 წელს მათმა რიცხვმა 17000 შეადგინა, 1970-იანი წლებიდან კი 30 000.

1966 წელს გერმანიის მთავრობამ მას სანაპირო გამაჯანსაღებელი კურორტის სტატუსი მიანიჭა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]