ბალტორო-მუზტაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თარგი:ინფოდაფა ქედი ბალტორო-მუზტაგი — ქედი ყარაყორუმში, პაკისტანსა და ჩინეთში. მაქსიმალური სიმაღლე 8611 მ (ჩოგორი, მსოფლიოში სიმაღლით მეორე მწვერვალი ევერესტის შემდეგ). ქედის შემადგენლობაშია აგრეთვე 3 რვაათასიანი მწვერვალი. ბალტორო-მუზტაგსა და მაშერბრუმის ქედებს შორის ვრცელდება ვრცელი ბალტოროს მყინვარი. ჩოგორის რაიონი აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. განვითარებულია ალპინიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]