შინაარსზე გადასვლა

ბალტიის ზეგნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშბერგი ჰიუტენის ბორცვებზე, ბალტიის ზეგნების ნაწილი

ბალტიის ზეგნები[1] (გერმ. Baltischer Landrücken ან Nördlicher Landrücken) — დაახლოებით 200 კილომეტრი სიგანის მორენული ბორცვების ჯაჭვი, რომელიც ესაზღვრება სამხრეთ ბალტიის ზღვას იუტლანდიიდან ესტონეთამდე.

ზეგანი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 329 მეტრს აღწევს ვიეჟიცაში (გერმ. Turmberg), ქმნის აღმოსავლეთ ევროპის ვაკის დასავლეთ ნაწილს. ჩრდილოეთით ზეგნებიის სიმაღლე ფინეთის ყურემდე სტაბილურად იკლებს. აღმოსავლეთით ისინი ერთდებიან ბელორუსის ქედს; სამხრეთ-აღმოსავლეთით კი თანდათან უერთდებიან პოლეზიის დაბლობს. სამხრეთით რელიეფი ვისლას ვრცელ აუზში ეშვება. დასავლეთით ზეგანს ჩრდილოეთ გერმანიის ვაკე ესაზღვრება, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით რელიეფი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ზეგანიდან დასავლეთისკენ ეშვება ჩრდილოეთის ზღვაში.

ბალტიის ზეგანს კვეთს მდინარეები ოდერი, ვისლა, მემელი და დვინა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოიცავს შემდეგ ბორცვიან ქედებს: ანგელნს, შვანზენს, ჰიუტენის ბორცვებს, დანიურ ვალდს, ჰოლშტაინის შვეიცარიას, მეკლენბურგის შვეიცარიას, პომერანიის ტბების პლატოს (ვიეჟიცის მდინარეებით), მასურიის ტბების რაიონს (ვზგორზა შესკიეს მდინარეებით) (გერმ. Seesker Höhe), სუდოვის ზეგანს და ქვემო ლიეტუვის ქედს.

ეკონომიკა, ტურიზმი და ლანდშაფტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბალი, კლდოვანი, მორენული ლანდშაფტი ნაყოფიერია და ხელს უწყობს მაღალპროდუქტიულ სახნავ-სათესი მიწების დამუშავებას. ტბების ჯაჭვი და მორენების ბოლო ქედები პოპულარული დასასვენებელი ადგილებია. ქვიშიანი ტერიტორიები ძირითადად ფიჭვნარითაა დაფარული.

  1. ↑ Dickinson, Robert E. (1964). Germany: A regional and economic geography (2nd ed.). London: Methuen, p. 614. ASIN [https://www.amazon.com/dp/B000IOFSEQ B000IOFSEQ].