ბალკანურ-კავკასიური რასა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალკანურ-კავკასიური რასაბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიასა და დასავლეთ ირანში გავრცელებული ანთროპოლოგიური ტიპების ჯგუფი: ახასიათებს მუქი ფერის თმა, მუქი ან შერეული ფერის თვალები, გამოდრეკილი ცხვირის ზურგი. ძლიერ განვითარებულია თმოვანი საფარველი, დაბალი და ძალიან ფართო სახე, ბრაქიკეფალია და საშუალო სიმაღლის ტანი. ანთროპოლოგიური ტიპების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, უფრო გამართლებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე ხმელთაშუაზღვურ-ბალკანური და წინააზიური ტიპების გამოყოფა, რასაც ქართველი ანთროპოლოგების მიერ კავკასიასა და ინდოეთში ჩატარებული გამოკვლევებიც ადასტურებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]