ბალინსასაიაოს ტყუპი ტბების ბუნების პარკი
იერსახე
| ბალინსასაიაოს ტყუპი ტბების ბუნების პარკი | |
|---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
| მდებარეობა | აღმოსავლეთი ნეგროსი |
| ქვეყანა | ფილიპინები |
| უახლოესი ქალაქი | დუმაგეტე |
| ფართობი | 8 016.05 ჰექტარი |
| დაარსდა | 21 ნოემბერი, 2000 |
| მმართველი ორგანო | გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი |
ბალინსასაიაოს ტყუპი ტბების ბუნების პარკი ― ბუნების პარკში ფილიპინებში, აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციაში. გარს ერტყმის ბალინსასაიაოს ტბასა და დანაოს ტბას. ქალაქ დუმაგეტედან 14.5 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. პარკის ფართობია 8 016.05 ჰექტარი. ზღვის დონიდან 830-846 მეტრის სიმაღლეზეა გაშლილი. პარკი კუნძულ ნეგროსის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ვალენსიის, სიბულანისა და სან-ხოსეს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა გაშლილი. დაცულ ტერიტორიად 2000 წელს გამოცხადდა.[1][2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Proclamation No. 414, s. 2000. Official Gazette of the Republic of the Philippines. ციტირების თარიღი: 28 October 2015[მკვდარი ბმული]
- ↑ Balinsasayao Watershed Hydrology. Silliman Journal. ციტირების თარიღი: 28 October 2015