შინაარსზე გადასვლა

ბალზამის ხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალზამის ხებალზამის შემცვლელი მრავალი ტროპიკული და სუბტროპიკული ხის, იშვიათად ბუჩქის კრებითი სახელწოდება. ბალზამის ხეს უფრო ხშირად უწოდებენ პარკოსანთა ოჯახის Myroxylon-ის გვარის სამხრეთ-ამერიკის სახეობებს (Myroxylon balsamum, Myroxylon pereira), რომლებიც შეიცავენ ტოლუს და პერუს ბალზამს. კოპაის ბალზამს იღებენ ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახის Copaifera-ს გვარის ზოგიერთი სამხრეთ-ამერიკის სახეობისაგან. მრავალი ბალზამის ხე ცნობილია ბურსერასებრთა ოჯახიდან. მაგ., არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში და სომალიში ველურად იზრდება Commiphora opobalsamum, რომელიც გამოჰყოფს ძვირფას მექის ბალზამს