ბალბასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალბასი
გავრცელება სომხეთის დროშა სომხეთი, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ირანის დროშა ირანი, თურქეთის დროშა თურქეთი.
გამოყენება სახორცე-სამატყლე-სარძეო
თვისებები
წონა ერკემალი 85-90 კგ
ნერბი 55-60 კგ
მატყლი 11-17 სმ
მატყლის ნაპარსი ერკემალი — 2,8-3,2 კგ
ნერბი — 2,0-2,1
სახის ფერი თეთრი, მუქი ლაქებით
ნაკლავის
გამოსავალი
45-50%
ნაყოფიერება 112-120 ბატკანი 100 ნერბზე
მერძეულობა 124-130 კგ
რქები არ აქვს
ცხვარი (Ovis aries)

ბალბასი, უხეშმატყლიანი, ცხიმკუდიანი, სახორცე-სამატყლე-სარძეო მიმართულების ცხვრის ჯიში. გამოყვანილია მრავალსაუკუნოვანი ხალხური სელექციით. ბალბასისათვის დამახასიათებელია სახტომ სახსარზე დაბლა დაშვებული ორბალიშიანი ცხიმკუდი, თეთრი ფერის კიდურებზე, თავსა და ყურების წვერზე - მუქი ლაქები. ერკემლის ცოცხალი მასაა 85-90 კგ (უდიდესისა 110); ნერბისა 55-60 კგ (უდიდესისა 75); ნაკლავის გამოსავალი 45-50%; კუდზე ცხიმოვანი დანაგროვი ერკემლისა 12 კგ-მდე, ნერბისა - 5-6 კგ. მატყლი არაერთგვაროვანია, სიგრძით 11-17 სმ. ნაპარსი ერკემლისა 2,8-3,2 კგ, ნერბისა 2,0-2,1 სუფთა მატყლის გამოსავალი 50-65%, იყენებენ ნოხის, ნაბდისა და კამვოლური ნართის დასამზადებლად. მერძეულობა 124-130 კგ. ნაყოფიერება 112-120 ბატკანი 100 ნერბიდან. ბალბასი კარგად ეგუება მაღალმთიან საძოვრებს. აშენებენ სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ ირანსა და თურქეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 168.