ბალბალუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალბალუკა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  ბალბა
სახეობა:  ბალბალუკა
ლათინური სახელი
Malvella sherardiana (L.) Jaub. & Spach

ბალბალუკაორლებნიანთა კლასის მცენარე.

მთელი მცენარე ხავერდივით არის შებუსული. 8-10 სმ სიგრძის ღერო გართხმულია ან წამოწეული. ფოთლის ფირფიტა გულივით მომრგვალოა ან თირკმლის ფორმის. ყვავილები მარტოულია, გრძელყუნწიანი, გვირგვინის ფურცლები წითელი ფერისაა ან ვარდისფერი. მცენარე იზრდება მშრალ ველებზე, თიხიან ადგილებში, ზოგჯერ სარეველაა. გავრცელებულია კახეთსა და ქვემო ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს მცენარეები, თბ., 2022, გვ. 500.