ბალატრო
| ბალატრო | |
|---|---|
|
ბალატროს ძველი (2023) ლოგო | |
| დეველოპერ(ებ)ი | LocalThunk |
| გამომცემელი | Playstack |
| ძრავა | LÖVE |
| პლატფორმ(ებ)ი | PlayStation 5, Xbox Series X/S, PlayStation 4, Xbox One, Nintendo Switch, Microsoft Windows[1] , macOS[1] [2] , iOS[2] , iPadOS[2] , tvOS[2] და Android[3] |
| გამოსვლის თარიღი | 20 თებერვალი, 2024, 1 მარტი, 2024 და 26 სექტემბერი, 2024[4] |
| ჟანრ(ებ)ი | roguelike deck-building game |
| რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში[1] |
| საიტი | https://www.playbalatro.com/ |
ბალატრო (ინგლ. Balatro) — 2024 წლის პოკერიზე დაფუძნებული Deck builder roguelike ჟანრის ვიდეო თამაშია, რომელიც შემუშავებულია LocalThunk-ის მიერ და გამოცემულია Playstack-ის მიერ. იგი პირველად გამოვიდა Microsoft Windows-ის, Nintendo Switch-ის, PlayStation 4-ის, PlayStation 5-ის, Xbox One-ისა და Xbox Series X/S-ის პლატფორმებზე 2024 წლის 20 თებერვალს, ხოლო macOS-ის ვერსია გამოქვეყნდა 1 მარტს. Android და iOS-ის პორტები გამოვიდა 2024 წლის 26 სექტემბერს. თამაშში მოთამაშე პოკერის კომბინაციებს აგებს ქულების მოსაპოვებლად და ამით უნდა დაამარცხოს მოწინააღმდეგე „ბლაინდები“.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშმა მიიღო უამრავი ნომინაცია The Game Awards 2024-ში, მათ შორის: „წლის თამაში“, „წლის საუკეთესო რეჟისურა“ და გაიმარჯვა „საუკეთესო ინდი-თამაში“, „საუკეთესო დებიუტი (ინდი)“ და „საუკეთესო მობილური თამაში“ კატეგორიებში. ასევე, იგი ნომინირებული იყო 28-ე წლიურ D.I.C.E. ჯილდოებზე კატეგორიებში: „წლის თამაში“ და „თამაშის დიზაინში გამორჩეული მიღწევა“, და გაიმარჯვა „დამოუკიდებელ თამაშში გამორჩეული მიღწევა“, „წლის საუკეთესო სტრატეგიული/სიმულაციური თამაში“ და „წლის საუკეთესო მობილური თამაში“.