შინაარსზე გადასვლა

ბალასტი (სალიანდაგო მეურნეობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ბალასტის ფენის დაყრა

ბალასტი (ნიდერლ. ballast) — მინერალური ნაყარი მასალა ლიანდაგის ზედნაშენის ნაგებობისთვის (ბალასტის პრიზმისთვის) რკინიგზის ტრანსპორტის სალიანდაგო მეურნეობაში.

ბალასტი ავსებს სივრცეს შპლების ან რელსების სხვა საფუძვლების ქვედა ფუძეებსა და მიწის ვაკისის ძირითად მოედანს შორის, ასევე საშპლე ყუთებში შპლების ბოლოებს შორის. გრუნტიანი მიწის ვაკისის მქონე საერთო სარგებლობის რკინიგზებზე (ლიანდაგის სიგრძის 99 %-ზე მეტი) ბალასტის ფენიანი ლიანდაგის ზედნაშენი არის ერთადერთი კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება, როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლებით. ბალასტი — ერთ-ერთი მთავარი ელემენტია რკინიგზის ლიანდაგის ზედნაშენში. ის უზრუნველყოფს ლიანდაგის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მდგრადობას მატარებელთა დატვირთვის ზემოქმედებისა და ტემპერატურული ცვალებადობის წინააღმდეგ. ბალასტის ფენის კონსტრუქციასა და ხარისხზე დამოკიდებულია რკინიგზის ლიანდაგის საერთო მდგომარეობა, მატარებელთა მოძრაობის სიჩქარის დასაშვები დონე, ლიანდაგის ზედნაშენის ყველა ელემენტის მუშაობის ვადა (რელსების, სარელსო სამაგრების, შპლების), დანახარჯები ლიანდაგის მიმდინარე შენახვაზე და მისი რემონტის ყველა სახის სისტემა.

ბალასტის ფენამ უნდა შეასრულოს:

  • მიიღოს დატვირთვა შპლებიდან (განძელებიდან ისრულ გადამყვანებზე) და გადაანაწილოს იგი პრაქტიკულად თანაბრად მიწის ვაკისის შესაძლო დიდ ფართობზე;
  • უზრუნველყოს სარელსო-საშპლე რგოლის სტაბილური საპროექტო მდგომარეობა მუშაობის პროცესის დროს;
  • უზრუნველყოს პროფილში და გეგმაში ლიანდაგის გასწორების შესაძლებლობა ბალასტის ფენის ხარჯზე (გამოტენვით, რიხტირებით) გაუთვალისწინებელი დანატოვარი დეფორმაციების კომპენსაციისთვის;
  • რაც შეიძლება სწრაფად მოაცილოს წყალი ბალასტის პრიზმას და მიწის ვაკისის ძირითად მოედანს, შეეწინააღმდეგოს მიწის ვაკისის გრუნტის ზედა ფენის ზედმეტ განოტიოებას და გამოშრობას, მან არ დაკარგოს მზიდუნარიანობისა (გაზაფხულზე) და აფუების (ზამთარში) უნარი;
  • მონაწილეობა მიიღოს რელსქვეშა საფუძველის ღუნვადობის ოპტიმალურ ფორმირებაში, განსაკუთრებით თუ ლიანდაგი დაგებულია რკინა-ბეტონის შპლებზე;
  • ქონდეს დაბალი ელექტროგამტარობა, რომელიც ამინდის პირობებისგან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს სარელსო წნულის ნორმალური ავტობლოკირების მუშაობას.

საბალასტე მასალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბალასტე მასალებს წარედგინებათ სხვადასხვა, ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები:

  • იყოს მყარი და გამძლე (ცვეთაგამძლე) და იმავდროულად ღუნვადი (ამორტიზირების უნარის მქონე);
  • იყოს საკმარისად დიდი (სარელსო-საშპლე რგოლის მდგომარეობის სტაბილურობა) და იმავდროულად წვრილი (შპლების ქვეშ სწორი საყრდენი ზედაპირი);
  • ქონდეს კუბის ფორმასთან მიახლოებული მარცვლეულის ფორმა (გაუმჯობესებულია კენჭების ცვეთაგამძლეობა და პრიზმის გამანაწილებლობის უნარი, მაგრამ იმავდროულად მცირდება მისი საერთო მზიდუნარიანობა: პრიზმა დატვირთვის ქვეშ „იძირება“);
  • შეიცავდეს წაგრძელებული ფორმის კენჭებს (აქერცლილი ან ნემსის ფორმის), მაგრამ იმავდროულად უნდა ქონდეთ გაზრდილი სიმყიფე დატვირთვის ქვეშ (იზრდება ჯდენები).

საბალასტე მასალებს მიეკუთვნება:

  • ღორღი, რომელიც მიიღება სამთო ქანების დამსხვრევით;
  • ასბესტის წარმოების ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენენ წვრილი დამსხვრეული ქანების წვრილ ფრაქციებს დაუხარისხებელი ქრიზოტილ-ასბესტის თავისუფალი ბოჭკოების მცირე შემადგენლობით;
  • კენჭოვან-ხრეშოვან-ქვიშოვანი ნარევი, რომელიც წარმოიქმნება მთის ქანების ბუნებრივი დაშლის შედეგად;
  • მსხვილი- ან საშუალო კენჭოვანი ქვიშა.

ღორღის და ასბესტის ბალასტზე იგება მთავარი ლიანდაგები, სადგურის საისრე ყელი და ცალკეული ისრული გადამყვანები, მიმღებ-გამშვები ლიანდაგები, რომლებზეც გათვალისწინებულია მატარებელთა გაუჩერებელი მოძრაობა, ლიანდაგები გორაკის კუზზე და გორაკის ისრული გადამყვანები, ასევე ზოგიერთი დეპოს ლიანდაგები. ღორღის ბალასტი ექსპლოატაციის დროს ჭუჭყიანდება და საჭიროებს პერიოდულ გასუფთავებას. ასბესტის ბალასტი კარგად სტაბილირდება მატარებელთა მოძრაობის დროს და ინარჩუნებს ბალასტის პრიზმის ფორმას. წვიმების დროს ამ ბალასტის ზედაპირზე იქმნება ქერქი, რომელიც ხელს უშლის ბალასტში დამანაგვიანებელი ნაწილაკების შეღწევას და ხელს უწყობს წყლის შესვლას. დღეისათვის ბალასტის ეს სახეობა ყველგან გამოდის გამოყენების სფეროდან და უარყოფილია (ხდება შემდგომი უტილიზაცია) კაპიტალური რემონტის წარმოების დროს. ეს დაკავშირებულია ეკოლოგიურ ნორმებთან, რადგან ასბესტი არის საშიში ნივთიერება. ხრეშოვანი და ქვიშოვან-ხრეშოვანი ბალასტი გამოიყენება ნაკლებად ტვირთდაძაბულ უბნებზე (ტვირთდაძაბულობა 25 მლნ ტონა-კმ-მდე წელიწადში). ბალასტის სახით ზოგჯერ იყენებენ სხვადასხვა ადგილობრივ მასალებს, მაგალითად ნიჟარებს ან მეტალურგიულ წიდას (უპირველეს ყოვლისა საწარმოების მისასვლელ ლიანდაგებზე).

სამუშაოების მექანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობის, რემონტის და მიმდინარე შენახვის სამუშაოების ჩატარების დროს იყენებენ შემდეგ სალიანდაგო მანქანებს: