ბალასტის წყლის მენეჯმენტის კონვენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალასტის წყლის მენეჯმენტის კონვენცია
საერთაშორისო კონვენცია გემის ბალასტის წყლისა და ნალექების კონტროლისა და მენეჯმენტის შესახებ
ხელი მოეწერა 13 თებერვალი, 2004
ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ძალაში შევიდა 8 სექტემბერი, 2017
მხარეები 86 (15 ივლისი, 2021)[1]
მეანაბრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი
ენები არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური

საერთაშორისო კონვენცია გემების ბალასტის წყლისა და ნალექების კონტროლისა და მენეჯმენტის შესახებ (ინგლ. International Convention for the Control and Management of Ships' Ballast Water and Sediments; ასევე ცნობილი, როგორც ბალასტის წყლის მენეჯმენტის კონვენცია; ინგლ. Ballast Water Management Convention; ან BWM კონვენცია; ინგლ. BWM Convention) ― 2004 წლის საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულება. კონვენცია ხელმომწერი დროშის სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ მათი დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები ბალასტის წყლისა და ნალექების კონტროლისა და მენეჯმენტის სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისი უნდა იყოს.[2] კონვენცია ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ზიანის მომტანი ორგანიზმების მოხვედრის აღკვეთასა და ბალასტის წყლის დაცლისას გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად.[2] 2024 წლიდან ხომალდებს D2 სტანდარტის შესაბამისი, დამტკიცებული Ballast Water Management Treatment System უნდა ჰქონდეთ. არსებულ ხომალდებზე შესაბამისი სისტემა უნდა დაინერგოს, რომლის განთავსებაც თითო ხომალდს 5 მლნ. ამერიკულ დოლარამდე დაუჯდება.[3] 2021 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, კონვენციის მონაწილეა 86 სახელმწიფო.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • N. Anwar & Dr. L. Churcher, Ballast Water Management: Understanding the regulations and the treatment technologies available, 7th Edition, Witherby Publishing Group, 2016.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Status of Conventions. IMO. ციტირების თარიღი: 29 July 2021
  2. 2.0 2.1 BWM Convention. International Maritime Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 2, 2017. ციტირების თარიღი: July 7, 2017
  3. BWM Convention: counting the cost. Ballast Water Treatment Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2017. ციტირების თარიღი: July 7, 2017