ვასილ ბალანჩივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბალანჩივაძე, ვასილ)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალანჩივაძე.
ვასილ ბალანჩივაძე
დაბ. სახელი ვასილ ბალანჩივაძე
დაბ. თარიღი 24 აპრილი, 1867
ბანოჯა
გარდ. თარიღი 18 მაისი, 1951 (84 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძე (დ. 24 აპრილი [ ძვ. სტ. 12 აპრილი], 1867, სოფელი ბანოჯა, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 18 მაისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). მელიტონ ბალანჩივაძის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენაზე პირველად გამოვიდა 1887 წელს თბილისში ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1887–1890 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890–1891 იყო თბილისის ქართული თეატრის, 1891–1894ქუთაისის თეატრის მსახიობი (1921-იდან ხელმძღვანელი), 1924–1929 — თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, 1929–1935 — თბილისის ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით.

უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი ( ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ბესო ( ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ბენ აკიბა (კარლ გუცკოვის „ურიელ ა კოსტა“), ოტია ჯოლია ( ვალერიან გუნიას „და-ძმა”), იაგო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), გელა (აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ ); მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე ( დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „დარისპანის გასაჭირი“), 1935–1942 „სახკინმრეწვის“ მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (ბაბუა ანტონი), „ქალი გაღმიდან“ (ოსმანი ), „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (სარდიონი) და სხვა. ბალანჩივაძე ქართული ესტრადის მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების („იმერული სცენები“) ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: „1905“, „გლეხი ივლიანე გობეჩია“, „აჭარელი ქალი ფატიმა“,„მზის სხივები“, „დაუდევრობის მსხვერპლი“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]