ბალანტიდიუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალანტიდიუმი

ბალანტიდიუმი (Balantidium coli), უმარტივესი ცხოველი ნაირწამწამიანთა რიგისა. აქვს ასიმეტრიული ოვალური სხეული (სიგრძე 30-150 მკმ, სიგანე 20-110 მკმ), რომელიც გასწვრივ რიგებად განლაგებული წამწამებითაა დაფარული. მრავლდება განივი გაყოფით. პარაზიტობს ადამიანისა და ღორის მსხვილ ნაწლავში (უმთავრესად ბრმა ნაწლავში). იკვებება საკვების ნარჩენებითა და სახამებლით, სისხლის ფორმიანი ელემენტებით (განსაკუთრებით ერითოციტებით) და სხვა. ბალანტიდიუმები ზოგჯერ ერთმანეთსაც ანადგურებენ. ხშირად ბალანტიდიუმი იკეთებს ცისტებს, რონლებიც პატრონის ფეკალებთან ერთად გარეთ გამოდის. ადამიანისა და ღორის გარდა ბალანტიდიუმი გვხვდება აგრეთვე ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ვირთაგვების ნაწლავებში. ბალანტიდიუმი იწვევს მძიმე დაავადებას — ბალანტიდიაზს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 165, თბ., 1977