ბალაანის ცეცხლიჯვრობას კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალაანის ცეცხლიჯვრობას კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ფლეთილი და რიყის ქვითაა ნაგები. კოშკი სამსართულიანია. აქვს სხვენი და ორფერდა გადახურვა. ყველა სართულზე სარკმელი და სათოფურია. არქიტრავული კარი გაჭრილია სამხრეთით. მეორე სართულზე შემორჩა რამდენიმე სართულშუა გადახურვის კოჭი. ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია ბუხარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 26