ბაკური (ლაზთა მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაკურილაზთა მეფე II საუკუნეში. მოხსენიებული ჰყავს იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ცხოვრების აღმწერელს იულიუს კაპიტოლინუსს, როგორც იმპერატორის მიერ ლაზების მეფედ დანიშნული. ამ ცნობის საფუძველზე აკადემიკოსი გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ II საუკუნეში ლაზიკა რომის იმპერიას ემორჩილებოდა. ბაკური უნდა იყოს მოხსენიებული 2005 წელს გაგრის რაიონში, სოფელ აჩმარდის ანტიკურ სამაროვანზე გათხრილი მდიდრული სამარხის ინვენტარში აღმოჩენილ ვერცხლის თასის ბერძნულ წარწერაშიც: „მე, ბაკურმა, [ჩემს] ცხვრებს ვუბოძე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 2, გვ. 161, თბ., 1977
  • დასავლეთ საქართველოს ჰეგემონი ლაზთა მეფე პაკორი = Pacorus, the Lazi King, who was overlord of Colchis/Western Georgia / თედო დუნდუა, აკაკი ჩიქობავა. - თბ. : მერიდიანი, 2013. - 16 გვ. - ქართ. და ინგლ.. - ISBN 978-9941-10-718-4