ბაკურდუხტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკურდუხტია — ქართლის დედოფალი. ბუზმარის მეუღლე. ბაკურ II-ის და დუხტია დედოფლის შვილი. ბუზმარი და ბაკურდუხტია იყვნენ პეტრე იბერის — V საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწისა და მოაზროვნის მშობლები. ბაკურდუხტიას ვინაობის შესახებ ცნობა დაცულია „პეტრე იბერიელის ცხოვრების“ ასურულ ვარიანტში. მის შრომაში ვკითხულობთ: „ჩვენი წმინდა მამის დედა ბაკურდუხტია ქვრივად დარჩა თავისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და მისდევდა განუწყვეტლივ მარხვასა და ლოცვას, არასგზით არ ისურვა მეორე ქმარს გაჰყოლოდა. მაგრამ მას ვერ აეტანა ქალაქში ცხოვრება, არამედ ამჯობინებდა თავის სოფლებში ასკეტურ ცხოვრებას შესდგომოდა, მან ყოველ გზაჯვარედინზე უცხოთა თავშესაფარი და საავადმყოფო ააშენა. როდესაც პეტრემ შეიტყო მისგან, რომ მასთან მისვლასა და მონახულებას აპირებდა, იქ გაიქცა კვიპროსზე, რომ მას არ შეხვედროდა პირდაპირ და ისიც თავისი მხრივ, აღარ მივიდა ეს რომ შეიტყო მას აქეთ, რაც მან მონაზვნის კაბა ჩაიცვა, სრულიად აღარ სურდა ოდესმე რომელიმე თავისიანისთვის წერილი მიეწერა ან მათგან მიეღო. ეს მას თვითონ რამდენიმეჯერ უთქვამს ჩვენთვის“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქორიძე, დ., ქართველი ქალები უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, გვ, 36, თბ., 1976.