ბაკალის რაიონი
ბაკალის რაიონი Бакалинский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ბაკალი[1] | ||||
კოორდინატები | 55°10′35″ ჩ. გ. 53°48′10″ ა. გ. / 55.17639° ჩ. გ. 53.80278° ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 1951 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 26 772 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 13,72 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | კრიაშენები, თათრები, რუსები, ბაშკირები | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 34745 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.bakaly.ru | ||||
| |||||
ბაკალის რაიონი (ბაშკ. Баҡалы районы; რუს. Бакалинский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფ. ბაკალი, რომელიც მდებარეობს უფიდან 173 კილომეტრში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაკალის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ილიშევის რაიონი. აღმოსავლეთიდან - ჩეკმაგუშევის რაიონი, სამხრეთიდან - შარანის რაიონი, ხოლო დასავლეთიდან - თათრეთი. რაიონის ფართობია 1 951 კმ².
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: თათრები — 53,4 %, რუსები — 22,3 %, ბაშკირები — 17,3 %, ჩუვაშები — 3 %, მარიელები — 2,7 %, სხვა ეროვნების პირები — 1,1 %[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაკალის რაიონში არის 96 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 17 სასოფლო დასახლებაში[3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ OKTMO
- ↑ Итоги Всероссийской переписи населения по Республике Башкортостан (pdf). Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
- ↑ Закон Республики Башкортостан «Об изменениях в административно-территориальном устройстве Республики Башкортостан в связи с объединением отдельных сельсоветов и передачей населённых пунктов» (Принят Государственным Собранием — Курултаем Республики Башкортостан 18 ноября 2008 года)