ბაისუბნისხევი
იერსახე
| ბაისუბნისხევი | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
| სათავე |
კახეთის კავკასიონი 41°56′01″ ჩ. გ. 46°16′06″ ა. გ. / 41.933611° ჩ. გ. 46.268417° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2270 მ |
| შესართავი |
ალაზანი 41°40′13″ ჩ. გ. 46°05′05″ ა. გ. / 41.670278° ჩ. გ. 46.084722° ა. გ. |
| სიგრძე | 35 კმ |
| აუზის ფართობი | 85 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 2,6 მ³/წმ |
|
| |
ბაისუბნისხევი — მდინარე საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.[1] მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 35 კმ, აუზის ფართობი 85 კმ². სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მსხალგორის უღელტეხილის მახლობლად, ზღვის დონიდან 2270 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში. აქვს ბევრი შენაკადი, რომელთა საერთო სიგრძეა დაახლოებით 56 კმ. საშუალო წლიური ხარჯი 2,6 მ³/წმ.[2] ზემო დინებაში მოქცეულია ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 31.
- ↑ ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 337.
- ↑ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-08. ციტირების თარიღი: 2021-04-03.