შინაარსზე გადასვლა

ბაიოს გობელენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამი და ჰაროლდი ნორმანდიაში, ფრაგმენტი ბაიოს გობელენიდან

ბაიოს გობელენი (ფრანგ. Tapisserie de Bayeux, tapisʁi də bajø, ნორმანული: La telle du conquest) — დაახლოებით 70 მეტრის სიგრძის მოქარგული გობელენი, რომელზეც გამოსახულია ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობა.

გობელენი შედგება დაახლოებით ლათინურ ენაზე შესრულებული წარწერებიანი 50 სცენისგან, რომელიც ტილოზეა ამოქარგული ფერადი შალის ძაფებით. ეს სცენები აღწერს ჯერ კიდევ ომამდე დაწყებულ ურთიერთობას ნორმანდიის ჰერცოგ, უილიამ დამპყრობელსა და უესექსის ერლს, ჰაროლდ გოდვინსონს შორის და სრულდება მათ შორის, ინგლისის ტახტისთვის გამართული ჰასტინგსის ბრძოლით. გობელენი სავარაუდოდ დაამზადებინა უილიამ დამპყრობლის ნახევარ-ძმამ, ბაიოს ეპისკოპოსმა ოდომ 1070-იანების ინგლისში. გობელენი გამოფენილია Musée de la Tapisserie de Bayeux-ში ბაიოში, ნორმანდია, საფრანგეთი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: