ბაიკოვის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაიკოვის ხიდი
Байковский мост
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
გახსნის თარიღი 30 აგვისტო, 1864
მდგომარეობა არ შემონახულა

ბაიკოვის ხიდი (რუს. Байковский мост) — ხიდი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ხიდი აგებულია 1864 წელს. სახელწოდება მიიღო ქალაქის თავის ანდრეი ბაიკოვის პატივსაცემად. ბაიკოვის ხიდი ჩვენს დრომდე არ შემონახულა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიკოვოს ხიდის მშენებლობის ისტორია დაიწყო 1840 წელს, როდესაც ქალაქის თავმა ანდრეი იაშჩენკომ წამოაყენა წინადადება ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ, რომელიც გაიდებოდა ე. წ. გენერალურ ხევზე. აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებელი იყო, რადგან სექტემბრის ბოლოს[1] ღვთისმშობლობის ტრადიციული ბაზრობის[2] პერიოდში ხალხმრავლობის დროს, ხევის მეორე მხარეს გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე რთული იყო ტვირთის ტრანსპორტირება ხევის მეორე მხარეს[3].

ქალაქის საკრებულომ განაცხადა, რომ არსებული ხის ხიდის მაგივრად უნდა აეშენებინათ ქვის ხიდი, რადგან ხის ხიდი მუდმივად სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა[4].

1857 წელს ყველა ხარჯები გაიწერა და არქიტექტორ ლიკოვის შეფასებით ხიდი მშენებლობისათვის საჭირო იყო 4955 რუბლი 26 კაპიკი. როდესაც ანდრეი ბაიკოვი გახდა ქალაქის თავი, მან ხელახლა დაიწყო შუამდგომლობა ხიდის ასაშენებლად, მაგრამ მასალები საკმაოდ გაძვირებული იყო. ქალაქის ახალი ხელისუფლება ფიქრობდა თუ აშენდებოდა ხიდი იგი უნდა ყოფილიყო თაღოვანი. ხიდს საზეიმოდ ჩაეყარა საფუძველი 1864 წლის 30 აგვისტოს. ხიდის მოაჯირზე დაკიდული იყო ორი მემორიალური დაფა წარწერებით: „Байковский мост“ და „Открыт 30 августа 1864 г.“

2013 წლის მონაცემებით მემორიალური დაფები და რკინა, რომელზეც ისინი იყო დამაგრებული შემონახული არ არის[5]. ასევე არაა შემონახული დღემდე თავად ბაიკოვის ხიდიც.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის სიგრძე იყო 42,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,3 მეტრი. ხიდის კამარა აგებულია აგურისაგან, ხოლო კედლები ქვისაგან[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ростов эпохи Байковской// Донской временник. Краеведческий библиотечно-библиографический журнал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-07. ციტირების თარიღი: 2017-06-07.
  2. История города Ростова-на-Дону. Очерк с рисунками в тексте. Составил А. М. Ильин, 1909 год. 153 с. — С. 68/70
  3. Старый Ростов во времена Байкова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-06. ციტირების თარიღი: 2017-06-07.
  4. 4.0 4.1 Генеральная балка//Источник: Сидоров В. С. Энциклопедия старого Ростова и Нахичевани-на-Дону: В 6 т. Ростов-на-Дону: Гефест. Т. 4. 1996. 404 с
  5. Байковский мост-коллектор