ბაიკალის რიფტული ზონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაიკალის რიფტული ზონის რუკა

ბაიკალის რიფტული ზონა (რუს. Байкальская рифтовая зона) — დივერგენტული საზღვარი, რომელიც მდებარეობს ბაიკალის ტბის რაიონში, აღმოსავლეთ საიანში. მისი ცენტრალური ნაწილი მოქცეულია ტბის ქვეშ. დამახასიათებელია დედამიწის ქერქის დაშორება. რიფტის დასავლეთ ნაწილში ვრცელდება ევრაზიის ფილა, ხოლო აღმოსავლეთით ამურის ფილა, რომელიც რიფტიდან მოძრაობს იაპონიის მიმართულებით წელიწადში დაახლოებით 4 მმ სიჩქარით. ისევე როგორც სხვა დივერგენტულ ზონებში აქაც არის დამახასიათებელი დედამიწის ქერქის შეთხელება და მაგმის აზევება დედამიწის ზედაპირთან. ცხელი წყაროების გამოსავლები გვხვდება ტბის ფსკერზე. ვულკანური აქტივობები ტბის სანაპიროს სიახლოვეს არ შეინიშნება. უახლოეს წარსულში ვულკანიზმი ვლინდებოდა ტბის სიახლოვეს და სავარაუდოდ დაკავშირებულია რიფტულ ზონასთან. ბაიკალის რიფტული ზონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ხუბსუგულის ტბა. ბაიკალის რიფტი აქტიურია და მომიჯნავე რაიონებში დამახასიათებელია მიწისძვრები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]