შინაარსზე გადასვლა

ბაიკალის დიდი ბილიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაიკალის დიდი ბილიკის ერთ-ერთი მონაკვეთი

ბაიკალის დიდი ბილიკი (რუს. Большая Байкальская тропа) — პროექტი, რომელიც მიმართულია ბაიკალის ირგვლივ არსებული ტურისტული ბილიკების სისტემის შექმნისაკენ. დაგეგმილმა სიგრძემ უნდა შეადგენოს 1800 კმ. ბილიკის შექმნის იდეა პირველად 1970-იან წლებში გაჩნდა. მშენებლობა დაიწყო 2003 წელს. ამჟამად მოქმედებს რამდენიმე მარშრუტი. ბილიკი ერთმანეთთან აკავშირებს სამ ეროვნულ პარკსა და ამდენივე ნაკრძალს. ყოველწლიურად ზაფხულის პერიოდში ბილიკის სხვადასხვა მონაკვეთზე სრულდება ახალი სამუშაოები. მშენებლობაში მონაწილეობას იღებენ მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]