ბაიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაიები
Tskordza, Baiebi (3).jpg
ბაიები (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°34′38″ ჩ. გ. 43°02′35″ ა. გ. / 41.57722° ჩ. გ. 43.04306° ა. გ. / 41.57722; 43.04306
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
რაიონი ახალციხის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი კლდეში ნაკვეთი
თარიღდება XII-XIII საუკუნეები
დეტალები

ბაიები – კლდეში გამოკვეთილი XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყორძის დასავლეთით.

დაახლოებით კლდის შუა ადგილას, ვიწრო ტერასაზე 3-4 სართულად განლაგებულ შენობათა მთელი ჯგუფია, აქვეა გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით. ერთი, მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე - უფრო მარალი და ვრცელი. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთი კედლები. პატარა ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები და კამარაა ქვისა, დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვს. დიდ ეკლესიაში მხატვრობის კვალი შეინიშნება. ეკლესიების ქვეშ ორ სართულად განლაგებული სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან იწყება კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები. გალავანში შესასვლელი კარი გამოკვეთილია ერთი დიდი გათლილი ლოდისგან, რომლის შუაში სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი. მესხეთს, რომლის მოსახლეობასაც საუკუნეთა მანძილზე ავიწროებდა თურქეთი, განსაკუთრებით ესადაგება ამგვარი სიმაგრეები თავისი საიდუმლო სამალავებითა და გადასასვლელებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970 წ.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 336, თბ., 1997

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]