ბაია პატარაია
იერსახე
ბაია პატარაია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 მარტი, 1982 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივესიტეტი |
მოძრაობა | ქალთა მოძრაობა |
ბაია (ბაბუცა) პატარაია (დ. 22 მარტი, 1982, თბილისი) — ქართველი იურისტი, ფემინისტი და ქალთა უფლებათა დამცველი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; მიიღო ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 2009-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. არის მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში. არის კავშირი „საფარის“ დირექტორი. გამოირჩევა სკანდალური განცხადებებითა და პერფორმანსებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: