ბაია-დუშ-ტიგრეში
იერსახე
მშობ. სახელი: პორტ. Ilha dos Tigres | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 16°35′20″ ს. გ. 11°42′05″ ა. გ. / 16.58889° ს. გ. 11.70139° ა. გ. |
ფართობი | 98 კმ² |
ანგოლა | |
პროვინცია | ნამიბე |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
ბაია-დუშ-ტიგრეში (პორტ. Ilha dos Tigres) — ანგოლის სანაპირო ზოლში ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც მდებარეობს ნამიბეს პროვინციაში. მისი ფართობი შეადგენს 98 კმ²-ს.
კუნძული უდაბნოა და მცენარეულობა იშვიათობაა. მდებარეობს ნამიბის უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილთან ახლოს და წარმოადგენს მაღალი დიუნების თანმიმდევრობას, რომელიც ზღვიდან ციცაბოდ მაღლდება. გვალვიანი ამინდების მიუხედავად, ბენგელის დინების გამო ტენიანობა მაინც შეიმჩნევა, რაც გამოიხატება ინტენსიური ნისლით მთელი წლის განმავლობაში, რომელიც ხელს უწყობს ზოგიერთი მცენარის სიცოცხლის არსებობას.
კუნძული ზოგიერთი გადამფრენი ფრინველის ბინადრობის ადგილია, მათ შორისაა წინტალა-კაჭკაჭი (ლათ. Haematopus moquini) და თეთრი ვარხვი.