ვასილ ბაიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაიაძე, ვასილ)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვასილ პეტრეს ძე ბაიაძე (დ. 25 ნოემბერი, 1922, გორი — გ. 24 აგვისტო, 1993, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1975), II მსოფლიო ომის მონაწილე. მას ეკუთვნის ლიტერატურული-კრიტიკული წერილების კრებული „იდეა და ოსტატობა“ (1957). წიგნებში „დრო და მწერალი“ (1963), „მწერალი და თანამედროვეობა“ (1970), „თვალსაწიერი“ (1976), „სახეები, ფერები, პრობლემები“ (1981), „დროის მხატვრული მატიანე“ (1988) და სხვა. დასმულია ქართული მწერლობის აქტიური საკითხები. საბავშვო ლიტერატურისა და მომავალი თაობის ესთეტიკური აღზრდის პრობლემებს განიხილავს ბაიაძე წიგნებში: „სიყმაწვილიდან სიჭაბუკემდე“ (1974), „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“ (1979) და სხვა. თარგმნიდა რუსული ლიტერატურის ნიმუშებს. ხანგრძლივი დროის მანძილზე მოღვაწეობდა პედაგოგიურ პრესაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]