ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
მდებარეობა დროშა: საქართველო საქართველო, ბათუმი
გამართვის წლები 2013-დან დღემდე
დამაარსებლები ელისო ბოლქვაძე
ჟანრი კლასიკური მუსიკა
საიტი
batumimusicfest.ge

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი — საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ბათუმში ტარდება.

ფესტივალი 2013 წელს დააარსა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.[1] მას შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორია ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“. პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტეკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების მუსიკალურ-კრეატიული ცნობიერება.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მუსიკოსები საქართველოს რეგიონების ყველა კუთხიდან. მათ შორის გამორჩეულებს შემდეგ იწვევენ საზღვარგარეთ, საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში რეგულარულად მონაწილეობენ ცნობილი უცხოელი მუსიკოსები.[2]

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც ხუთჯერ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.

2022 წლის 23-31 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეცხრედ ჩატარდა. 23 ივლისს ფესტივალი საქველმოქმედო გალა კონცერტით გაიხსნა და შემოსული თანხა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდა.[3]

პროექტის დამაარსებლის, ელისო ბოლქვაძის მიწვევით, 2022 წლის ფესტივალში, მონაწილეობა მიიღო „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმაც“. ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას გააცნეს ვიკიპედიის არსი, დანიშნულება, მოქმედების პრინციპი და გეგმები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]