ბათუმის სინაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბათუმის სინაგოგა

ბათუმის სინაგოგასინაგოგა ბათუმში, აჭარაში, საქართველოში. აშენებულ იქნა 1904 წელს, არქიტექტორ სემიონ ვულკოვიჩის მიერ[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ებრაელებმა რუსეთის იმ დროინდელ იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მიმართეს პეტიციით, რათა მათთვის სინაგოგის აშენების ნებართვა ებოძებინათ. ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყო „აშკენაზის“ (ებრ. (?)) ქვიანი სინაგოგის მშენებლობა, რომელიც არქიტექტორ სემიონ ვულკოვიჩის ხელმძღვანელობით 1904 წელს იქნა დასრულებული. ის ამსტერდამისა და ჰააგის სინაგოგების ანალოგს წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში შენობა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. 1993 წელს სინაგოგა კვლავ ებრაულ დიასპორას გადაეცა[2].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7479

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]