ბათუმის მუშათა თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბათუმის მუშათა თეატრი — 1901-1912 წლებში არსებული მუშათა თეატრი რუსეთის იმპერაში, ქალაქ ბათუმში.

მუშთა თეატრი დაარსდა 1901 წელს როტშილდის ქარხანაში და უფასოდ დგამდა წარმოდგენებს მუშებისთვის. თავდაპირველად წრეში იყვნენ მხოლოდ მუშები, წრის თავდაპირველი ხელმძღვანელი იყო დავით კლდიაშვილი. 1904 წლიდან წრეს შეუერთდნენ პროფესიონალები. სხვადასხვა დროს მათ რეჟისორებად მიწვეული ჰყავდათ ალექსანდრე წუწუნავა, შალვა დადიანი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი. რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტის ხელშეწყობით წრე დგამდა ფასიან წარმოდგენებს „რკინის თეატრში“, ხოლო შემოსავალი შეჰქონდა პარტიის ფონდში. რეპერტუარშ ჰქონდათ ილია ჭავჭავაძის, ავქსენტი ცაგარელის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით კლდიაშვილის, ივანე გომართელის, ი. გედევანიშვილის, გ. ჩირიკოვის, ჰენრიკ იბსენის ნაწარმოებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]