ბაზისბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაზისბანკი
ტიპი სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა 1993
მდებარეობა თბილისი, საქართველო
წამყვანი

ჯან ჯუნი
(სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე)
ჯუ ნინგი
(სამეთვალყურეო საბჭოს თანა-თავმჯდომარე)
მი ზაიქი
(სამეთვალყურეო საბჭოს თანა-თავმჯდომარე)
დავით ცაავა
(სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და გენერალური დირექტორი)

ხვეი ლი
(სამეთვალყურეო საბჭოს წევრი)
დარგი საბანკო-საფინანსო
პროდუქცია საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება,ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი, იპოთეკური სესხები, აქტივების მართვა
სუფთა მოგება Increase2.svg 2015 წელს 15 მილიონი ლარი[1]
საიტი www.basisbank.ge

ბაზისბანკიუნივერსალური ბანკი, რომელიც 1993 წლიდან ოპერირებს ქართულ საბანკო სექტორში. ბანკის ძირითადი მიმართულებაა ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და დაკრედიტება. ბაზისბანკის კლიენტები არიან როგორც მსხვილი სახელმწიფო, ასევე კერძო კორპორაციები. ბოლო დროს აქცენტი დისტანციურ საბანკო ოპერაციებზეა გადატანილი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინტერნეტბანკინგის[2] სერვისის განვითარებასა და ავტომატური კომუნალური გადახდების[3] სერვისს. რამდენიმე წელია, ბანკში ევროპელი კონსულტანტები მუშაობენ, რომლებიც ქართველ კოლეგებს ეხმარებიან მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და საქართველოს რეალობასთან მის მორგებაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაზისბანკი დაფუძნდა 1993 წელს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში რთული ბიზნეს გარემო იყო შექმნილი.

ბაზისბანკი იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამის Georgian Financial System Framework (GFSF) ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (en:EBRD) საქართველოს ფინანსური სექტორისთვის შეიმუშავა. თანამშრომლობა 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით გაგრძელდა, რომლის მიხედვითაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (en:EBRD) ბაზისბანკის აქციონერი გახდა.[4]

2012 წელს ბაზისბანკის აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი ჩინეთში მოღვაწე Xinjiang Hualing Industry & Trade (Group) Co. Ltd (ჰუალინგ ჯგუფი) გახდა .[5], 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა. აღნიშნული გარიგება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინური კერძო კომპანია საქართველოში იძენს მნიშვნელოვან წილს კომერციულ ბანკში. ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის, ჯან ჯუნის, განცხადებით, რომელიც ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა, ჰუალინგ ჯგუფი გეგმავს ბაზისბანკის მომსახურების ქსელის გაფართოებას.

„ბაზისბანკს ექნება შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს კლიენტების რაოდენობა. ასევე გააფართოვოს ბიზნესი ცენტრალურ ევროპასა და აზიაში.“ განაცხადა ბატონმა ჯანმა.[6]

პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დაფინანსების მიზნით გააფორმა ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდსა (en:IFAD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან (en:IDA). ბაზისბანკი ჩაერთო ამ პროექტში და 2006 წელს გაფორმდა 10-წლიანი ხელშეკრულება 2,5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თობაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.

აქციონერთა სტრუქტურა

ბაზისბანკისა და ევრობანკის პარტნიორობა 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბაზისბანკს გამოუყო 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. 2008 წლის მაისში, პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების სურვილის საფუძველზე, ევრობანკმა განახორციელა ინვესტიცია ბაზისბანკის აქციების 15%-იანი წილის შეძენით. ბაზისბანკის საწესდებო კაპიტალში შემოსვლის შემდეგ ბანკის კორპორაციული მმართველობის ეფექტიანობის და რისკების მართვის გასაუმჯობესებლად ევრობანკმა გრანტის სახით ნახევარი მილიონი ევრო გამოყო.

ასევე, ევრობანკმა ბაზისბანკს TFP პროგრამის ფარგლებში, ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად 2 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ლიმიტი გამოუყო.

JSC Basisbank - Organization Structure

2009 წლის 15 დეკემბრიდან ბაზისბანკმა OPIC–სა (en) და WBC–ისთან პარტნიორობა დაიწყო. პირველი პროექტის ფარგლებში პარტნიორმა ორგანიზაციებმა ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად 10 წლით 5 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. 2011 წელს გაფორმდა დამატებით ორი ხელშეკრულება. ერთი კვლავ SME დაფინანსების გასაზრდელად, რისთვისაც OPIC-მა და WBC–მა ბანკს დაუმტკიცეს 10 წლიანი სესხი 3 მილიონი დოლარის ოდენობით და 2 მილიონი დოლარი სუბორდინირებული სესხის სახით.

2010 წლის 27 სექტემბერს ბაზისბანკსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის გაფორმდა 6 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ბანკის SME სესხების 50%–იან დაზღვევას. USAID–ის გარანტია მიზნად ისახავს SME (სოფლის მეურნეობის სექტორის ჩათვლით) სეგმენტისათვის შესაძლებლობების გაღრმავებას და დაფინანსების სტიმულირებას. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი საკრედიტო ხაზი შეადგენს 6 000 000 აშშ დოლარს.

2011 წელს კომერცბანკმა ბაზისბანკს სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო. აღნიშნული ხაზი ხელს შეუწყობს და მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში ჩართულ კლიენტებს პარტნიორებთან ურთიერთობას.

2012 წელს BSTDB-სა en და ბაზისბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც BSTDB-მა ბაზისბანკს 4 მილიონი აშშ დოლარის განახლებადი საკრედიტო ხაზი გამოუყო ვაჭრობის დასაფინანსებლად. პროექტის მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

ფინანსური ინფორმაცია დინამიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ათასი ლარი)

წელი 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014
შემოსავალი 3 825 6 748 10 631 15 820 18 081 17 553 20 046 21 941 21 718 37 926 44879
IFRS მოგება - - - - - -1 954 1 957  3 332 3 660 13 366 14 525
მთლიანი აქტივები 29 829 50 668 78 396 102 976 111 308 119 515 140 395 159 352 201 717 391 403 579 738
საკრედიტო პორტფელი 14 743 29 082 46 871 62 476 63 531 54 835 63 976 72 264 94 525 188 539 274 762
მთლიანი ვალდებულებები 20 342 39 268 63 294 85 468 89 255 99 166 118 089 133 714 147 568 270 605 444 077
კლიენტის ანგარიშები 20 142 37 200 58 501 62 681 62 045 80 919 84 405 98 211 116 063 231 364 398 466
მთლიანი კაპიტალი 9 487 11 420 15 102 17 508 22 053 20 349 22 306 25 638 54 149 120 798 135 661
ROE 10.1% 20.46% 14.14% 21.50% -8.86% -9.48% 8.32%  13.00% 6.76% 11.06% 10.71%
ROA 3.2% 4.6% 2.73% 3.66% -1.76% -1.83% 1.33% 2.09% 1.81% 3.41% 2.51%

საკრედიტო რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Fitch Ratings
Foreign Currency Basisbank Country
Long-Term IDR B BB-
Short-Term IDR B B
Outlook Stable Stable

სოციალური პროექტები და ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ბაზისბანკმა დააარსა „განათლების ფონდი“, რომლის ფარგლებშიც განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, განახორციელა სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები: სტუდენტური სასწავლო პროგრამების დაფინანსება, ბანკის სახელობითი სტიპენდიების გაცემა და სხვადასხვა სტუდენტური კონფერენციების დაფინანსება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტების პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოება.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა „ნეოფიტ-რილსკის“ სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. აგრეთვე, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კრებულის სახით გამოიცა კონფერენციის მასალები.

ბანკი გამოეხმაურა პრეზიდენტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას სკოლების ბიბლიოთეკების შევსების შესახებ და სკოლისთვის სასწავლო-შემეცნებითი და მხატვრული კლასგარეშე ლიტერატურის ასზე მეტი წიგნი შეიძინა.

ბანკი სისტემატიურად აფინანსებს ჩაის ფესტივალს[7], რომელიც ყოველწლიურად ტარდება, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ფონდ „იავნანასთან“. „ბაზისბანკი“ ჩაერთო თბილისის მერიის პროექტში „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“.[8] პროექტი ითვალისწინებს ბიზნესის დაწყებისა და არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებაში მხარდაჭერას. თბილისის მერიის პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“[9] ფარგლებში გამარჯვებულმა ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ „თბილელიტ ჰაუსმა“ დიდუბეში, სტანისლავსკის ქუჩაზე დაასრულა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ „ბაზისბანკმა“ მშენებლობის დასასრულებლად კომპანიას ჯამში დაახლოებით 300 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო. ბაზისბანკი სპონსორობას უწევს საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს “არქიტექტურული პრემია”.[10]

კონკურსი თბილისის მერიის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება. უკვე მესამე წელია „ბაზისბანკი“ აღნიშნული კონკურსის მხარდამჭერთა შორისაა.

ასევე დიდი ყურადღება ექცევა ქართული რაგბის განვითარებას. ბაზისბანკი რაგბის “კლუბ აკადემია +”-ის გენერალური სპონსორია. სისტემატიურად ხორციელდება წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოვებაც.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]