ბაზილიო ოლარა-ოკელო
| ბაზილიო ოლარა-ოკელო | |
|---|---|
| ინგლ. Bazilio Olara-Okello | |
| დაბადების თარიღი | 1929 |
| დაბადების ადგილი | უგანდა |
| გარდაცვალების თარიღი | 9 იანვარი, 1990 |
| გარდაცვალების ადგილი | ხარტუმი |
| მოქალაქეობა |
|
| ჯილდოები | Ribbon bar of the Kagera River Medal |
ბაზილიო ოლარა-ოკელო (დ. 1929 — გ. 9 იანვარი, 1990) — უგანდელი სამხედრო ოფიცერი და უგანდის ეროვნული განმათავისუფლებელი არმიის (UNLA) ერთ-ერთი მეთაური. ამ არმიამ ტანზანიის ჯართან ერთად მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც 1979 წელს იდი ამინი დაამხო. 1985 წელს იგი მცირე ხნით იყო მმართველი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე და უგანდის დეფაქტო მეთაური, მოგვიანებით კი ლეიტენანტ-გენერალი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
უგანდის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც მიმდინარეობდა უგანდის ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიასა (UNLA, რომელიც იმ დროისთვის ეროვნულ არმიას წარმოადგენდა) და იოვერი მუსევენის წინააღმდეგობის ეროვნულ არმიას (NRA) შორის, პრეზიდენტმა მილტონ ობოტემ თავის წინააღმდეგ განაწყო ოფიცერთა კორპუსის დიდი ნაწილი (რომელშიც უმრავლესობას ეთნიკური აჩოლის წარმომადგენლები შეადგენდნენ), მათ შორის ოლარა-ოკელო და გენერალი ტიტო ოკელო. ამის მიზეზი გახდა ობოტეს მიერ არმიის შტაბის უფროსად თავისი თანამემამულე ლანგოს ეთნიკური ჯგუფიდან, ბრიგადის გენერალ სმიტ ოპონ აჩაკის დანიშვნა.
29 ივლისს გენერალმა ტიტო ოკელომ ჩაანაცვლა ოლარა-ოკელო სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო თავად ოლარა-ოკელო ბრიგადის გენერლის რანგიდან ლეიტენანტ-გენერლამდე დაწინაურდა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. იგი არმიას მანამ მეთაურობდა, სანამ 1986 წლის 26 იანვარს იოვერი მუსევენის „წინააღმდეგობის ეროვნულმა არმიამ“ (NRA) ძალაუფლება არ ჩაიგდო ხელში. ოლარა-ოკელო ემიგრაციაში, სუდანში გაიქცა, სადაც ცხოვრობდა 1990 წლის 9 იანვრამდე — ხარტუმის ომდურმანის ჰოსპიტალში გარდაცვალებამდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "A Country Study: Uganda", Library of Congress
- "Uganda's New Rulers Reportedly Detain 1,000", The New York Times, August 8, 1985