ბაზიდიოსპორები
იერსახე

ბაზიდიოსპორები (ლათ. basidiosporae) — ბაზიდიუმიანი სოკოების რეპროდუქციული სპორები, რომლებიც წარმოიქმნება სპეციალიზებულ უჯრედებზე — ბაზიდიუმებზე.
როგორც წესი, თითოეულ ბაზიდიუმზე წარმოიქმნება ოთხი ერთბირთვიანი ბაზიდიოსპორა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, ორსპორიანი ქამა.
ბაზიდიოსპორების ბირთვები წარმოიქმნება ბაზიდიუმში მიმდინარე მეიოზური დაყოფის შედეგად და აქვთ ჰაპლოიდური ქრომოსომების ნაკრები.
ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას, ბაზიდიოსპორები ღივდება და, ჩვეულებრივ, ქმნის ჰიფებს. არახელსაყრელ პირობებში, ღივილის დროს, ბაზიდიოსპორებს შეუძლიათ წარმოქმნან მეორადი ბალისტოსპორები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაზისდიოსპორები — NPLG