ბაზელის მანიფესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაზელის მანიფესტი — მანიფესტი რომელიც მიიღეს II ინტერნაციონალის ბაზელის (შვეიცარია) კონგრესზე ბალკანეთში 1912 წლის 9 ოქტომბერს დაწყებული ომის და მოსალოდნელი მსოფლიო ომის საშიშროებასთან დაკავშირებით. ბაზელის მანიფესტმა მოუწოდა საერთაშორისო პროლეტარიატს დაუნდობლად ებრძოლა ომისა და მის გაჩაღებაში დამნაშავე კაპიტალურ სახელმწიფოთა გაბატონებულ კლასების წინააღმდეგ, დაადასტურა II ინტერნაციონალის შტუტგარტის კონგრესის (1907) რეზოლუციის ძირითადი დებულებები, მიუთითა, რომ ომი, თუ იგი დაიწყებოდა, გამოიწვევდა მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც უნდა გამოეყენებინათ „კაპიტალიზმის დამხობის დასაჩქარებლად“.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისშივე II ინტერნაციონალის ოპორტუნისტმა ლიდერებმა დაივიწყეს ბაზელის მანიფესტი და ყველანაირად იცავდნენ თავიანთ ბურჟუაზიულ მთავრობების იმპერიალისტურ პოლიტიკას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]