ბაზარი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ბაზარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაზარი (მრავალმნიშვნელოვანი).
რობერტ მორდენის 1693 წლის რუკის ფრაგმენტი. ქალაქი ბაზარი აღნიშნულია, როგორც Zagan.

ბაზარი — ისტორიული ქალაქი ფეოდალურ საქართველოში. უცხოურ წყაროებში გვხვდება ძეგამისა და ზეგამის სახელწოდებითაც. მდებარეობდა დღევანდელ ქ. ბელაქნიდან 16 კმ-ის დაშორებით (ახლანდელი აზერბაიჯანი). წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1392 წელს. XV-XVI საუკუნეებში ბაზარი კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო. ბაზრის ეკონომიკურ დაწინაურებაში დიდი როლი შეასრულა მისმა სიახლოვემ აბრეშუმის სავაჭრო გზასთან. ამ გზით აღმოსავლეთ საქართველოს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა შაქსა და შემახასთან. ბაზარი დიდად დააზარალა შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებმა (XVII ს.). ამის შემდეგ ბაზარმა თანდათან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, გაუკაცრიელდა და ნანგრევებად იქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ქსე, ტ. 2, გვ. 143, თბ., 1977