ბაზარი (სავაჭრო)

ბაზარი ― საგნებით და პროდუქტებით ვაჭრობისთვის სპეციალურად განკუთვნილი ადგილი, მოედანი ან შენობა. ბაზარში უმეტესად იყიდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. არსებობს სპეციალიზებული ბაზრები კონკრეტული პროდუქტისთვის ან სახეობებისთვის.
ზოგიერთი ბაზარი ყოველდღიურად მუშაობს, ხოლო ზოგიერთი კვირაში ერთხელ ან მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში. ბაზრის ფორმას ქვეყანა, მოსახლეობა, კულტურა, გარემო და გეოგრაფიული პირობები განსაზღვრავს.
ბაზრები მას შემდეგ არსებობს, რაც ადამიანები ვაჭრობაში მონაწილეობენ. ყველაზე ადრეული ბაზრები, სავარაუდოდ, სპარსეთში წარმოიშვა, საიდანაც გავრცელდა მთელ შუა აღმოსავლეთსა და ევროპაში. დოკუმენტური წყაროები მიუთითებენ, რომ დაახლოებით ძვ. წ. 3000 წლიდან ადგილობრივმა მმართველებმა ვაჭრობა ქალაქების კონკრეტულ ნაწილებში შეზღუდეს, რამაც ბაზრის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობები შექმნა. შუა აღმოსავლეთის ბაზარი ჩვეულებრივ გრძელი რიგებისგან შედგებოდა, რომლის გვერდებზე დახლები იყო განლაგებული, ზემოთ კი სახურავი იყო გადებული, რომელიც ვაჭრებს და მყიდველებს მცხუნვარე მზისგან იცავდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 143.
- ბაზარი (სავაჭრო) — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)