ბადხიზი
ბადხიზი | |
---|---|
კოორდინატები: 35°52′00″ ჩ. გ. 61°40′00″ ა. გ. / 35.86667° ჩ. გ. 61.66667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | ქარაბეთი |
სიმაღლე | 682 მ |
ბადხიზი — მაღლობი ძირითადად თურქმენეთში, ფაროფამიზის მთისწინეთში. გაწოლილია თეჯენისა და მურღაბის მდინარეთაშუეთში. სიმაღლე 682 მ-მდე (მთა ქარაბეთი). აგებულია უმეტესწილად ლიოსისებრი ქვიშაქვებით. აღსანიშნავია გაუდინარი ღრმული ეროიულანდუზი, რომლის სიღრმე 400-500 მ აღწევს.[1]
კლიმატი მშრალია, კონტინენტური. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 200-250 მმ. ღრმა ხეობებში არის მირაბილიტიანი მლაშე ტბები. ჭარბობს გაუხშოებული ნახევარუდაბნო და უდაბნო მცენარეულობა. ადგილ-ადგილ გვხვდება ფსტის რაყები. დადაბლებებისთვის დამახასიათებელია თაყირები და მლაშობები. ფერდობებზე ბადხიზის ნაკრძალია, სადაც ბინადრობს კანჯარი, ქურციკი, მთის ცხვარი, არწივი, ორბი და სხვა.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბადხიზი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)