ბადრი ყვავილაშვილი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |

ბადრი ყვავილაშვილი (დ. 24 ნოემბერი, 1974 - გ. 14 იანვარი, 2021) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი და სამბისტი, ორგზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, მოპოვებული აქვს მრავალი მედალი და ჯილდო. ყოველწლიურად ტარდება ბადრი ყვავილაშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბადრი ტარიელის ძე ყვავილაშვილი დაიბადა ქალაქ რუსთავში, 1974 წლის 24 ნოემბერს, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ აქტივობებში, ყმაწვილობისას არის - ,,ბავშვთა ტურნირი ძიუდოში" გამარჯვებული. ახალგაზრდული ტურნირების გამარჯვებული, ახალგაზრდათა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი სამბოში, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. ავტოავარიის შედეგად, დაიზიანა ხერხემალი და გავლა ვეღარ შეძლო, რის გამოც ჩამოსცილდა სპორტულ საქმიანობას, ტარდებოდა და ტარდება მისი სახელობის ტურნირები ბავშვებსა და ახალგაზრდებში. 2021 წლის 14 იანვარს თირკლმის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია რუსთავში.
ქალაქ რუსთავიში არსებობს ბადრი ყვავილაშვილის მემორიალური დაფა.