ბადრი ვადაჭკორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვადაჭკორია.

ბადრი ნიკოლოზის ძე ვადაჭკორია (დ. 29 მაისი, 1947, ლანჩხუთი) — ქართველი ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2003). თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).[1]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება (1977).

მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).

არის 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვადაჭკორია ბადრი ნიკოლოზის ძე // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 129.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)