ბადრი ბეგალიშვილი (უმცროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბადრი ბეგალიშვილი (უმცროსი)
დაბადების სახელი ბადრი ბეგალიშვილი
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1973
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1992-დან
მშობლები მამა: ბადრი ბეგალიშვილი
დედა: იზა ბოჭოიძე

ბადრი ბაადურის ძე ბეგალიშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1973) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1973 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის და საქართველოს დამსახურებული არტისტის იზა ბოჭოიძის ოჯახში. დაამთავრა ქალაქ თბილისის 22-ე საშუალო სკოლა

1994 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1992 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ნუგზარ გაჩავა, ანდრო ენუქიძე, გიგა ლორთქიფანიძე, დავით მღებრიშვილი, დავით დოიაშვილი, დავით საყვარელიძე და ა. შ. ქართველი მსახიობების ზურაბ და ალეკო ბეგალიშვილების უმცროსი ძმა, მსახიობ ჭიჭიკო ბეგალიშვილის შვილიშვილი.

2018 წელს მსახიობმა საქართველო დატოვა [1]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრალური ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ვარიაციები პატრიოტულ თემაზე“ (ძმა) რეჟ. დავით დოიაშვილი

სოხუმის დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მაკბეტი“ (მაკდაფი) რეჟ. დავით დოიაშვილი
  • „რომეო და ჯულიეტა“ (ლორენცო) რეჟ. დავით მღებრიშვილი
  • „ქალაქი ალყაში“ (ჭირი) რეჟ. დ. დოიაშვილი
  • „გაყრა“ (მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი) რეჟ. დავით დოიაშვილი
  • „ვერის უბნის მელოდიები“ (გეორქ გეორქოვი) სცენური ვერსიის ავტორი დავით დოიაშვილი
  • „მერი პოპინსი“ (ედუარდი) რეჟისორები დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი
  • „სირანო დე ბერჟერაკი“ (მონფლერი, კარბონ დე კასტელ ჟალუ) რეჟ.დავით დოიაშვილი
  • „შუა ზაფხულის ღამის სიზმარი“ ( კოჭა/პარამოსი) რეჟ. დავით დოიაშვილი

სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ტიფლისი“ (იაგო)

მიღწეული წარმატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995–1996 წლის აღიარეს სეზონის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ახალგაზრდებს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]