ბადრი ბეგალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბადრი ბეგალიშვილი
დაბ. სახელი ბაადურ ბეგალიშვილი
დაბ. თარიღი 5 აპრილი, 1933
ქუთაისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 16 აპრილი, 2013 (80 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1951-2013
მეუღლე(ები) ფატი ბელქანია
იზა ბოჭოიძე
შვილ(ებ)ი ზურა
ალეკო
ბადრი

ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი (დ. 5 აპრილი, 1933, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 16 მარტი, 2013, თბილისი) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1933 წლის 5 აპრილს ქუთაისში, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის ჭიჭიკო ბეგალიშვილის ოჯახში. იმ პერიოდში მარჯანიშვილის თეატრი ქუთაისში ფუნქციონირებდა და თბილისში გადმოვიდა, 3 წლის ბადრი ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.[1]

1951 წელს დაამთავრა თბილისის 35-ე ვაჟთა საშუალო სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზუგდიდის თეატრში (1958–1960), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში (1960–1961), მარჯანიშვილის თეატრში (1961–1962). 1963 წლიდან მუშაობდა მუსიკალური კომედიის თეატრში.

ბადრი 27 წლის იყო, როდესაც პირველად დაოჯახდა, მომავალი მეუღლე, მსახიობი ფატი ბელქანია, მან ზუგდიდის თეატრში გაიცნო,[2] თუმცა ოჯახი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინგრა და მეორედ დაქორწინდა ასევე მსახიობ იზა ბოჭოიძეზე, რომელთანაც გარდაცვალებამდე იცხოვრა. მსახიობის სამივე ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობები არიან — ზურა და ალეკო პირველი ქორწინებიდან და ბადრი მეორე ქორწინებიდან.

გარდაიცვალა 2013 წლის 16 მარტს თბილისში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]