ბადრიანების სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადრიანების სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნეძიხის ჩრდილოეთით, მდინარე ხორხის ხეობისკენ მიმავალ გზასთან. განეკუთვნება II-IV საუკუნეებს. ძეგლი 1988-1989 წლებში გათხარა ისტორიის, არქიტექტურისა და ეთნოგრაფიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპერდიციამ. მთის ფერდობზე განლაგებულ სამაროვანზე გათხრილია 13 ინდივიდუალური ორმოსამარხი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ კიდურებმოხრილი, მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთისაკენ. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]