ბადენის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადენის კონსტიტუცია (გერმ. Badische Verfassung) შემუშავდა კარლ ფრიდრიხ ნებენიუსის მიერ და ხელი მოეწერა 1818 წლის 22 აგვისტოს ბადენის დიდი ჰერცოგის კარლ ლუდვიგ ფრიდრიხის მიერ. გერმანიის კავშირში შემავალ სახელმწიფოთა კონსტიტუციებს შორის ის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა. ამ კონსტიტუციის გამო ბადენი, სამხრეთგერმანულ სახელმწიფოებთან ვიურტემბერგსა (1819 წლის კონსტიტუციით) და ბავარიასთან (1918), ასევე ცენტრალურგერმანულ საქსონია-ვაიმარ-აიზენახთან (1816) ერთად შედიოდა იმ მცირერიცხოვან გერმანულ სახელმწიფოთა სიაში, რომლებიც სახელმწიფო წყობილებად კონსტიტუციურ მონარქიას აღიარებდნენ.

ბადენის კონსტიტუცია შეიძლება ჩაითვალოს გერმანიის ფედერალური აქტის მე-14 მუხლის განხორციელებად, რომელიც ითვალისწინებდა გერმანიის კავშირში შემავალი სახელმწიფოებისათვის კონსტიტუციების შემუშავებას. კონსტიტუციის ორნაწილიანი სტრუქტურა ორიენტირებულია საფრანგეთის მეფის ლუი XVIII-ის 1814 წლის ქარტიაზე. ბადენის კონსტიტუციაში შეიმჩნევა მიდგომები შარლ ლუი დე მონტესკიესა და განმანათლებლობის სხვა ფილოსოფოსთა მიერ შემუშავებული ხელისუფლების დანაწილების თეორიის განსახორციელებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wolfram Siemann: Vom Staatenbund zum Nationalstaat. Deutschland 1806-1871. München, 1995. გვ. 40-42.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]