ბადათგორის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადათგორის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბადათგორაზე, რომელიც შედგება ორი ტერასისგან.ზედა ტერასაზე სამარხები პლანტაჟის დროს დაინერგა. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. 1966 წელს საცდელი თხრა ჩაატარა ისტორიის არწეოლოგისა და ეთნოგრაფიის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).

გორის ჩრდილო ნაწილში საცდელ თხრილში 0,55 მეტრის სიღრმეზე გამოვლინდა შირიმის და რიყის ქვით ორმო-სამარხი, რომელშიც ესვენა ორი გაშოტილი მიცვალებული ერთიმეორის გვერდით, თავით დასავლეთისკენ. სამარხეული ორმოს სიგრძეა 1,9 მეტრი, სიგანე 0,45 მეტრი. პლანტაჟის დროს დანგრეულ ორ სამარხში აღმოჩნდა ხუთი ბეჭედი რომელიც ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. სამაროვანთან შუა საუკუნეების ნასოფლარია, სადაც აღმოჩენილია ქვევრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]