ბადაანის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადაანის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბადაანის ჩრდილო–აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ბზიანთველის ზემოთ, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,8 x 4,3 მეტრი), აქვს მომრგვალებულ კუთხეებიანი საკურთხეველი. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, დანგრეულია ჩრდილოეთ კედელი და სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია (შემორჩენილია წირთხლების ნაწილები). საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ სარკმელს წირთხლები ჩამოშლილი აქვს. ერთი პატარა სარკმელი დასავლეთ კედლის ღერძზე. საკურთხეველი გადახურული ყოფილა კონქით, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა.

ეკლესიას შემოვლებული აქვს წრიული გალავანი, რომლის კედლები 0,5–0,8 მეტრი სიმაღლეზეა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]