ბადაანის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადაანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბადაანის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. გუბეების თავად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,5 x 3,35 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი კარის გადახურვასთან ერთად ჩამონგრეულია. ჩამოშლილია კედლების პერანგის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე პატარა სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღს შეისრული ფორმა აქვს. შეისრული ფორმისაა კამარაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]