ბადაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბადაანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბადაანიაშელის კულტურის არქეოლოგიური ნამოსახლარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის დასავლეთით 1-1,5 კმ-ზე. ბადაანის მთის დასავლეთ ფერდობზე.

ძეგლი 1966 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშვილი). სადგომში აღმოჩნდა ადგილობრივი კაჟის, ოპალის, იასპისა და ქალცედონისაგან დამადებული ნუკლეუსები, დანა-სახოკები, დანები, ანკოშები, ნისკარტისებრი იარაღი, წვეტანები, საჭრისი და სხვა.

მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სიღნაღის ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.